გიორგი მარგველაშვილი: გარკვეული უხერხულობა შესაძლოა ამ ვითარებამ დააყენოს

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

ჩემთვის მთავარი და ამოსავალია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტსაც, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნებს.
როგორც აღნიშნული საკითხის კომენტირებისას მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს, თუმცა ფიქრობს, რომ არსებულმა ვითარებამ შესაძლოა გარკვეული უხერხულობა შექმნას.
“ჩემთვის მთავარი და ამოსავალი, საპატივცემულო არის ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტსაც და არ ვაპირებ, რომ კომენტარი გავაკეთო უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა იმასაც ვაფიქსირებ, რომ გარკვეული უხერხულობა შესაძლოა ამ ვითარებამ დააყენოს. უკრაინის მთავრობას აქვს საკუთარი ხალხისგან მანდატი, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოსთან. ქართველ ხალხსც აქვს მანდატი, რომ უკრაინელ ხალხს დიდი სიყვარული და მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ასე რომ ვფიქრობ, ორივე მხარე მოვახერხებთ ამ უხერხულობის გაღვივებას შესაძლებლობა არ მივცეთ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების ვიზიტს, პრეზიდენტის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილება.
“ძალიან სერიოზულად განვიხილავთ უკრაინაში ვიზიტს იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ახლო მეგობარ ქვეყანას მუდმივად სჭირდება საქართველოს გვერდში დგომა და ყველა შემთხვევაში, როცა გვეძლევა ამის შესაძლებლობა, აღნიშნულს ვაფიქსირებთ. ვიზიტის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამაზე ვმუშაობთ”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ 100%–ით უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს
შემდეგი სტატიააბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვალა