აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი შეიცვალა

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი განახლებულია. ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების მორიგი შეხედრა თვის ბოლოს. პრაღაში გაიმართება.

ამის შესახებ მხარეები გუშინ საღამოს სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.

განახლებული ფორმატის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძენ, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი შეხვედრაზე რუსეთ საქართველოს შორის 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ იმსჯელებენ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს ხელშეკრულების მიხედვით რუსეთ საქართველოს შორის საბაჟო შეთანხმების თანახმად ხელშეკრულება გაფორმდება შვეიცარიულ კომპანია “ესჯეეს”- თან.

აბაშიძის განცხადებით, სწორედ ეს კომპანია გაუწევს კონრტოლს ტვირთა გადასვლას ქვეყნებს შორის.

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ზუსტი დრო უცნობია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: გარკვეული უხერხულობა შესაძლოა ამ ვითარებამ დააყენოს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ორივე მხარე მოვახერხებთ, რომ ამ უხერხულობებს გაღვივების შესაძლებლობა არ მივცეთ