გიგი უგულავას ადვოკატები განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ

გიგი უგულავას ადვოკატები მოსამართლის მიერ დღეს მიღებული განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უგულავას დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს.
“დღეს მოსამართლე ჩხიკვაძის პირით საუბრობდა “ქართული ოცნება”. გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ არა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, ჩვენ ნებისმიერ სამართლებრივ გზას მივმართავთ, ნებისმიერ იმ სამოქალაქო აქტივიზმის გზას მივმართავთ, რაც გიგი უგულავას გასათავისუფლებად იქნება საჭირო. მას შემდეგ, რაც ერთი დღე გათავისუფლებული ადამიანი უკან შეაბრუნა სასამართლომ, რომელიც წელიწადნახევარი უკანონო პატიმრობაში იყო, ამის შემდეგ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავის თავს ჰკითხოს, თუ გაუჩნდა ხელისუფლებას მათი დაჭერის ინტერესი, ვინ უნდა დაიცვას ისინი, ამ სასამართლომ?!”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მისი თქმით, სასამართლომ სამწლიანი განხილვის შემდეგ ოთხ საათში გამოაცხადა გადაწყვეტილება. ადვოკატის განცხადებით, გიგი უგულავა არც თუ ისე შორეულ მომავალში კვლავ თავისუფალი იქნება.

banner
წინა სტატიაში“მათ 24 საათი ვერ აიტანეს გიგი უგულავა ქუჩაში გამოსული”
შემდეგი სტატია,,პრეზიდენტი ქვეყნის მომავალზე და საკუთარ მომავალზე უნდა დაფიქრდეს”