“მათ 24 საათი ვერ აიტანეს გიგი უგულავა ქუჩაში გამოსული”

“მათ 24 საათი ვერ აიტანეს გიგი უგულავა ქუჩაში გამოსული” – ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით გუშინ ოპოზიციამ მოიგო ბრძოლის ერთი რაუნდი, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც დასრულდება დღევანდელი ხელისუფლების შეცვლით.

„ჩვენ ველოდით ამ განაჩენს. ველოდით, როდესაც წინასწარ ხდება დაანონსება პოლიტიკოსების მხრიდან, როცა წინასწარ ხდება სპეცრაზმის მობილიზება, როდესაც 120 ტომიან საქმეს ეცნობა მოსამართლე 3 საათში, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს არ აძლევენ დასკვნითი სიტყვის უფლებას, დღეს სასამართლომ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა, და ეს გააკეთა იმ ფორმით, რომლითაც ძირი გამოუთხარა სასამართლო ინსტიტუტს და იმ ნდობას რომელიც ჩნდება ამ ინსტიტუტის მიმართ და უარი თქვა ყველა ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებზე რაც უნდა დაიცვას ნებისმიერმა თავმოყვარე მოსამართლემ. ამიტომ დღევანდელი პროცესი იყო ცალსახად პოლიტიკური პროცესი,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებით ისინი პირველივე არჩევნებზე ქართულ ოცნებას დაამარცხებენ.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლემ კოჭი გაუგორა მთავრობას”
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას ადვოკატები განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ