გიგა ბოკერიას კომენტარი ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

გიგა ბოკერია ე.წ მოდულის შენობაში უკვე გამოცხადდა. შევლამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა,რომ მისი დაბარება დაკითხვაზე ბოდვის გაგრძელებაა. მისივე თქმით ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის სცენარით ვითარდება და შესაბამისად ივანიშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს.

“ეს ყველაფერი იქნებოდა იუმორის საკითხი, რომ არა მძიმე მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, რომლიდანაც გამოსავალს ივანიშვილი ხედავს ასეთ მოქმედებებში. ესაა პრობლემა და არა ცალკე აღებული დაკითხვაზე დაბარება. ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ამ ქმედებებით შეძლებს იმ ძალების განეიტრალებას საზოგადოებაში, რომლებიც არჩევნების შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების საქმეში ხელს შეუშლიან. მას სხვა არანაირი შანსი არა აქვს მინიმალური დემოკრატიის პირობებში ჩატარებული არჩევნების დროსაც კი. ეს ყველაფერი საქართველოს აზიანებს იმ უზარმაზარი გამოწვევების ფონზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრას გიგა ბოკერია იმ შეხვედრას,რომელზეც გამოძიებაა დაწყებული არ ადასტურებს.

“ერთი შეხვედრა კი არა, უამრავი შეხვედრა შედგა. მიკვირს, საერთოდ რომ გაჩნდა სერიოზულად კითხვები ამ ბოდვაზე. ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა, თანაც ნაჩქარევად გაკეთებული. არანაირი ძალისხმევაც კი არ არის ჩადებული იმისთვის, რომ მიამსგავსონ რაღაცას. ეს ყველაფერი არის ნაწილი ივანიშვილის მცდელობისა, რომ ასე უპასუხოს იმ გამოწვევას, საზოგადოებაში ნდობის დაკარგვას და ამაში ხედავს გამოსავალს, რაშიც ძალიან მწარედ ცდება. თუ მომცემენ საშუალებას, მივაწვდი ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან სახელმწიფო ინსტიტუტები და რას აკეთებს ივანიშვილი. ასევე როგორ ცუდ დღეში არიან ისინი, ვინც ახლა სულელური კითხვები უნდა დამისვას”, – განაცხადა ბოკერიამ.
ე.წ.მოდულის შენობასთან გიგა ბოკერიას მხარდასაჭერად “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მივიდნენ.

banner
წინა სტატიაშისაიტი რომელიც სკანდალურ სტენოგრამას ავრცელებს 4 თვის წინ დაარსდა
შემდეგი სტატია,,ბექა არ არის კრიმინალი”–საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება