საიტი რომელიც სკანდალურ სტენოგრამას ავრცელებს 4 თვის წინ დაარსდა

რუსულ კომპანია reg.ru-ში ადასტურებენ რომ ინტერნეტ საიტის wikileaks.center-ის მომსახურებას ისინი ახორციელებენ.

ვებგვერდის wikileaks.center-ის მტკიცებით მან მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა მოიპოვა.

ეს ვებგვერდი 4 თვის წინ არის რეგისტრირებული. საიტის ანოტაციაში მითითებულია, რომ ის არის უკრაინული ვიკილიქსი. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ ვებგვერდის ტექნიკურ მომსახურებას რუსული კომპანია reg.ru ახორციელებს და ამავე კომპანიის სერვერებზე ინახება ინფორმაცია, რომელსაც ვებგვერდი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აქვეყნებს.

Reg.ru-ს ოფისი მოსკოვში ვასილი პეტუშკოვის ქუჩაზე მდებარეობს და ის რუსეთში ჰოსტინგისა და დომეინების მომსახურების ერთერთ მსხვილ კომპანიად ითველება. სათაო ოფისში ადასტურებენ, რომ ვებ ვერდის wikileaks.center-ის მომსახურებას ისინი ახორციელებენ, თუმცა კონფიდენციალურობიდან გამომდინარე დამატებითი დეტალების დაზუსტებაზე უარს აცხადებენ. ინფორმაციას რუსთავი ორი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს სწორედ ვებგვერდ wikileaks.center-ზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად.

ამავე თემაზე დღეს დაკითხვაზე ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაიბარეს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარების პირველი ვიდეო მასალა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერიას კომენტარი ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე