,,ბექა არ არის კრიმინალი”–საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სისხლის სამართლის ის მუხლი, რომელიც მარიხუანას დიდი ოდენობით შენახვისთვის 7-14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დავის საგანი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით), რომელიც აწესებს სასჯელს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული სასჯელი არაგონივრულად მაღალია. მოცემული დანაშაულისთვის განსაზღვრული სანქცია უთანაბრდება ისეთ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა და გაუპატიურება. შესაბამისად, იგი წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს ამ კონკრეტული დანაშულისთვის.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერიას კომენტარი ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე
შემდეგი სტატიალავროვის უწყება აბაშიძე–კარასინის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს