ტიურინგიას ფედერალურ მიწაზე მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ. Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ინციდენტი თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში მოხდა ქალაქ ზულში. შეტაკებისას 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი პოლიციელი.
კონფლიქტი მიგრანტების ორ ჯგუფს შორის დაიწყო, როცა ერთ-ერთმა მათგანმა ყურანის გვერდები ამოხია. დაახლოებით 50 მიგრანტი თავს დაესხა ერთმანეთს. პოლიციის გამოძახების შემდეგ მოსული სამართალდამცველები ქვებით და სხვადასხვა ნივთებით ცემეს თავშესაფრის მაძიებლებმა. ჩხუბი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.
პოლიცია არ აკონკრეტებს, დაჭერილი არიან თუ არა თავდამსხმელები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სიტუაციის გასაუნევლებელყოფად ქალაქის პოლიციის სრული შემადგენლობის მობილიზება გახდა საჭირო.