პუტინი: ყირიმს გარე ძალები დესტაბილიზაციით ემუქრებიან

მოსკოველი მსტოვრების საიდუმლო მისია

პუტინი თვლის, რომ ყირიმში შესაძლებელია დივერსია და საბოტაჟი მოაწყონ, ასევე “გარე ძალების” რადიკალური პროპაგანდა ყირიმში მდგომარეობის დესტაბილიზაციას იწვევს, ასევე მის ხელთ არსებული ინფრომაციით, ნახევარკუნძულზე შესაძლებელია დივერსიული აქტები განხორციელდეს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ილაპარაკა, რომელიც სევასტოპოლში გაიმართა. მისი თქმით, “ჯერ კიდევ არსებობს გარე ძალებისგან მუქარა, რომ ამა თუ იმ ხერხით სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ”, “ნაციონალური რუკის თამაში გაითამაშონ,” მთავრობის შეცდომებით ისარგებლონ და “მოქალაქეების სამართლიანი შეშფოთება დესტრუქციული მიმართულებით წარმართონ”.
“ზოგიერთ დედაქალაქში ლაპარაკობენ და ამზადებენ საბოტაჟისთვის კადრებს” – თქვა ვლადიმირ პუტინმა.
მას არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყნებზე ან დედაქალაქზე იყო საუბარი.

პუტინის ანექსირებულ ტერიტორიაზე ვიზიტის გამო კიევმა ოფიციალური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა კრემლს.
რუსეთი კრიზისში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

putiniii

banner
წინა სტატიაშიკაზინო “აჭარას” გადასახადების დამალვას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან
შემდეგი სტატიაგერმანიაში მიგრანტები პოლიციელებს დაესხნენ თავს