პროკურორის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ

საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ. როგორც მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ განაცხადა, საქართველოს პროკურატურამ აშშ -სა და საფრანგეთს გამოძიებაში დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. კერძოდ, პროკურორის თქმით, საუბარია პირზე, რომლის დნმ-ს კვალიც სოსანაშვილის კვალთან ერთად, აღმოჩენილია იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე, რომელითაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე, სოფელ ყარაფილაში ააფეთქეს.
პროკურორის თქმით, მოწყობილობაზე აღმოჩენილი კვლების მაჟორული წილი
სოსანაშვილს ეკუთვნის, მინორული კი – სხვა პირს, რომელსაც პროკურატურა ეძებს. ამასთან, ბრალდების მხარის ინფორმაციით, დადგენილია, რომ სოსანაშვილს სატელეფონო კავშირი ჰქონდა აფეთქების წინა პერიოდში სწორედ ამერიკასა და საფრანგეთში. საქართველოს მასშტაბით კი ყველა პირი, ვისთანაც სოსანაშვილი აფეთქების დღემდე კონტაქტობდა, გამიკითხულია.
მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი მკვლელობის ძირითადი საქმიდან, რომელზეც ძიება გრძელდება.
ამ წუთებში სასამართლო სოსანაშვილის საქმეს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც დღეს, ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში მიგრანტები პოლიციელებს დაესხნენ თავს
შემდეგი სტატიაფრთხილად – უშიშროება ჩვენზე ნადირობს!