გაურკვევლობა მინსკის მოლაპარაკებებზე

ვალდიმერ პუტინმა პირველმა ჩამოართვა ხელი პოროშენკოს–ვიდეო

12.02.2015 11:35

უკრაინის კრიზისის გამო მინსკში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელშიც გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის პირველი პირები მონაწილეობენ, არაერთგვაროვანი განცხადებები ვრცელდება.

ნახევარის საათის წინ, სააგენტო ,,როიტერის,, მიერ გავრცელებული ინფორმაცია, შეხვედრის დასრულების შესახებ, კრემლის პრეს-სამსახურმა უარყო და აცხადებს, რომ ის ისევ გრძელდება.

სააგენტო ,,რია ნოვოსტის,,  ინფორმაციაზე დაყრდნობით, პოროშენკომ მინსკში მოსკოვის მიერ წამოყენებულ მიუღებელ პირობებზე გააკეთა განცხადება. ,,თუმცა მოლაპარაკებების იმედი მინსკში მაინც არსებობს,,  აცხადებს პოროშენკო.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე :არაფერი განსაკუთრებული არ ხდება
შემდეგი სტატიაუკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა 14 თებერვალს უნდა დაიწყოს