გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მტკვრის დონის მომატების შესახებ აფრთხილებს

30 ივნისს, 00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა, რაც მტკვრის დონის მატებას გამოიწვევს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში განმარტავენ, რომ 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა ორთაჭალჰესის ზედა ბიეფში წყლის მინიმალურ დონემდე დაწევა, აღნიშნულიდან გამომდინარე 30 ივნისს 00.00 საათიდან იგეგმება ორთაჭალაჰესის ფარების გახსნა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვება წყლის დონის ცვლილება მდინარე მტკვრის კალაპოტში. კერძოდ, ორთაჭალჰესის ფარების გახსნა გამოიწვევს მდინარის წყლის დონის მატებას დასაშვებ ნორმებში ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე.
“ჰესის დაცლის პროცესს, კონტროლის განხორციელების მიზნით, დაესწრებიან გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ორთაჭალჰესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 1-ელ ივლისს 00.00 საათზე დაუბრუნდება”, – აცხადებენ სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტის გენპროკურორი მოკლეს (+ფოტოები)
შემდეგი სტატიაბიუჯეტის შემოსავლები 200 მილიონით, ხარჯვითი ნაწილი კი 140 მილიონით შემცირდება