ეგვიპტის გენპროკურორი მოკლეს (+ფოტოები)

4039098დღეს,  29 ივნისს დილით, ქაიროში, სამხედრო აკადემიის შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით, ეგვიპტის გენერალური პროკურორი ჰიშამ ბარაქათი საავადმყოფოში გადაყვანიდან მცირე დროში გადრაიცვალა…

ეგვიპტური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბარაქათის კორტეჟის სამხედრო აკადემიის შენობასთან მიახლოებისას, იქვე ახლოს პარკირებულ ერთ-ერთ ავრომობილში ჩამონტაჯებული ბომბი დისტანციური მოწყობილობით მოქმედებაში იქნა მოყვანილი…

4039110აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ცეცხლი გაუჩნდა კორტეჟის ყველა მანქანას… ძლიერად დაზიანდა გენპროკურის ბრონირებული მანქანაც…  მძიმედ დაიჭრნენ გენპროკურორი ბარაქათი და კიდევ 9 ადამიანი, აქედან 2 – მისი დაცვის უფროსი და ერთ-ერთი წევრია.  დაჭრილი ბარაქათი, საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა…

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ას-სისიმ, რომლემაც განაცხადა, რომ ეგვიპტე შეეჯახა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო საიდუმლო ორგანიზაციას და მას ელოდება ძნელი და ხანგრძლივი ბრძოლა ტერორთან…

4039105,,ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონისთვის და გადავიხადოთ მაღალი ფასი ამ ბრძოლაში,, განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

 

 

 

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი:”ველდოები, რომ ბიძინა ივანიშვილმა “გაყვინიზებული” ადამიანები დაიფრინოს!
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მტკვრის დონის მომატების შესახებ აფრთხილებს