ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ ჩატარდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ ჩატარდება. სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ რუსულ კანონს მეორე მოსმენით, რომელზეც ამ წუთებში კომიტეტზე მსჯელობენ. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია მის გადადებას ითხოვდა, თუმცა ოხანაშვილმა მათ პროცედურული კითხვების დასმის საშუალებაც კი არ მისცა და პირდაპირ მუხლობრივი განხილვა დაიწყო.

“დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ, დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი,” – თქვა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირამდენი ადამიანი იყო პროევროპულ აქციაზე?
შემდეგი სტატიათვლით თუ არა აშშ-ს და ევროკავშირს მტრებად? – ხაჯიშვილი “ქართულ ოცნებას”