თვლით თუ არა აშშ-ს და ევროკავშირს მტრებად? – ამ შეკითხვით მიმართა დავით ხაჯიშვილმა „ქართულ ოცნებას“, რაც ანრი ოხანაშვილის გაღიზიანების მიზეზი გახდა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ მასაც სიტყვა ჩამოართვა და დეპუტატი პროვოკაციაში დაადანაშაულა.
“ერთი და იგივე შეკითხვის დასასმელად ხართ მოსული ყველა? მუხლთან დაკავშირებით დასვით შეკითხვა. წარმოუდგენელია პროვოკაციაა თქვენი მხრიდან, – უთხრა ოხანაშვილმა ხაჯიშვილს.