განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

შსს-ს თანამშრომლებს განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა ს. ბ-მ დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის სამჯერ, მათ შორის, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა, 1983 წელს დაბადებულმა ს.ბ-მ 2014 წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დრეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ს.ბ. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ 2014 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

დაკავებისას ს.ბ-მ თეთრიწყაროს რაიონში, სამართალდამცველებს „აკაესის” მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის გამოყენებით შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ძებნილი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას დაეყარა იარაღი და ჩაბარებოდა. ს.ბ-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა იძიებს.

banner
წინა სტატიაშინუცუბიძეზე ცეცხლი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატია,,სამართლიანი იქნება, უმრავლესობის ლიდერი ამ ,,ქართული ოცნების” ფრაქციის წევრი იყოს