,,სამართლიანი იქნება, უმრავლესობის ლიდერი ამ ,,ქართული ოცნების” ფრაქციის წევრი იყოს

საპარლამენტო უმრავლეობის ჯერ კიდევ მოქმედი ლიდერის, დავით საგანელიძის შეფასებით, უმრავლესობის ახალი ლიდერი აუცილებლად ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი უნდა იყოს.
“ფრაქცია “ქართული ოცნება” ყველაზე დიდი ფრაქციაა და სამართლიანი იქნება, უმრავლესობის ლიდერი ამ ფრაქციის წევრი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფრაქციებშიც ძალიან ბევრი ღირსეული პარლამენტარი, გამოცდილი და ძლიერი პიროვნებები არიან”, – განუცხადა ჟურნალისტებს საგანელიძემ.
საგანელიძე საპატნიორო ფონდში საქმიანობის დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავს. მომავალ კვირას შეუჩერებს მას პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას.
“უახლოესი თვეების განმავლობაში – ვგულისხმობ 2-3 თვეს, რეორგანიზაციის იმ სისტემაზე ჩამოვყალიბდებით, რომელსაც საპარტნიორო ფონდში გავატარებთ. ამაში აცილებლად დაგვეხმარება გერმანიის განვითრების ფონდი – KFW. მათთან ერთად ეტაპობრივად მოვახერხებთ იმ გარდაქმნას, რაც ამ სტრუქტურის ფარგლებში გვინდა”, – აცხადებს დავით საგანელიძე.
საგანელიძემ პარლამენტიდან საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

banner
წინა სტატიაშიგანზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა პირმა დაკავებისას თავი მოიკლა
შემდეგი სტატია,,40 მილიონიანი ინტერვენციიდან ბაზარმა 27 მილიონი დოლარი იყიდა”