“გამაოგნებელია მთავრობის არაადეკვატური რეაქცია” – გიორგი კანდელაკი

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშიერებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კანდელაკი, გამოეხმაურა.

ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მთავრობის წევრები აბსურდულ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

“გამაოგნებელია მთავრობის არაადეკვატური რეაქცია. მინისტრმა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ, თურმე, რუსეთის ქმედებები ოკუპაციის შესახებ კანონში ჯდება. პრემიერის განცხადება იყო არაადეკატური განცხადებების კულმინაცია. მან თქვა, რომ რუსები ყურადღებას მიაქცევენ საკუთარ ნაბიჯებს და თავად აღმოფხვრიან საკუთარ საქციელს,” – ამბობს კანდელაკი და დასძენს, “საკვანძოა, რომ რუსეთის ქმედებებს ხელი შეუწყო იმან, რომ საქართველოს მთავრობამ რეალური წინააღმდეგობა საერთაშორისო დონეზე შეწყვიტა”.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს
შემდეგი სტატიაზაქარეიშვილი ჟურნალისტების დღევანდელ ქმედებას რუსული პოლიტიკის ხელშეწყობად აფასებს