გალფის ქსელში საწვავის ფასი შემცირდა

გალფის ქსელში საწვავის ფასი შემცირდა. როგორც “თაიმერს” კომპანიიდან აცნობეს, G-Force ევრო დიზელი და ევრო დიზელი – 5 თეთრით გაიაფდა და მიმდინარე ფასები დიზელის პროდუქტებზე ასე გამოიყურება: G-Force ევრო დიზელი – 2,07 ლარი, ხოლო ევრო დიზელი – 1,91 ლარი.
როგორც კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე “პლაცზე” ფასის კლებამ განაპირობა.
“კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესს და კვლავაც განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას რათა საუკეთესო ფასი შესთავაზოს მის მომხმარებელს,” – აცხადებენ კომპანიაში.

banner
წინა სტატიაშიერთი კვირის მანძილზე საქართველოში სიცხე და უნალექო ამინდი იქნება
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი ერთ კვირას ჯარში გაატარებს და სამხედრო წესით იცხოვრებს