ერთი კვირის მანძილზე საქართველოში სიცხე და უნალექო ამინდი იქნება

30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განაცხადა, 28-29 ივლისს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა, იყოს სეტყვაც.
28-29 ივლისის ღამისა და საღამოს საათებში თბილისში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 37 გრადუსი.
30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით კი, საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსამდე მოიმატებს.

banner
წინა სტატიაშიოლიმპიადის ფარგლებში პირველი შეჯიბრებები დაიწყო
შემდეგი სტატიაგალფის ქსელში საწვავის ფასი შემცირდა