ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, რუსეთის პირველ პირთან, ვლდიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად კიევსა და პრორუს მებრძოლებს შორის მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე შეშფოთება გამოხატა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად მსხვერპლთა რიცხვის ზრდის გამო. ობამამ იმედი გამოთქვა, რომ დღეს მინკსში გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა წარმატებული იქნება იმისათვის, რომ მინსკის შეთანხმების პირობების განხორციელება დაიწყოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სეპარატისტებისადმი მხარდაჭერა მოსკოვს ძვირი დაუჯდება.

banner
წინა სტატიაშირა გეგმა შესთავაზა სააკაშვილმა რუსეთს?
შემდეგი სტატიაალენ დელონი თბილისში ჩამოვიდა