რა გეგმა შესთავაზა სააკაშვილმა რუსეთს?

რა გეგმა შესთავაზა სააკაშვილმა რუსეთს?

putin1“2008 წლამდე რუსეთს შევთავაზე, რომ მოდით გადავიყვანოთ თქვენი სამხედრო ძალები იმ ტერიტორიამდე, სადაც აფხაზი მოსახლეობა ცხოვრობს, ვინაიდან აფხაზეთის ნახევარზე მეტი ტერიტორია მოსახლეობისგან ცარიელია და ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიას გამოვაცხადებ “თავისუფალ ეკონომიკურ ზონად” , ჩავდებთ ფულს, გავხსნით სარკინოგზო მიმოსვლას, ავამუშავებთ სოხუმის აეროპორტს, ისე კი არა, როგორც მათ ეს ახლა პარტიზანულად გააკეთეს- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ ტელეარხ “Дождь”-თან ესკლუზიურ ინტერვიუში.

” მოვახდენთ თქვენი ქონების ლეგალიზაციას, რაც გაგაჩნიათ აფხაზეთში, ამის შემდეგ კი ხალხი დაიწყებს ერთმანეთში ურთიერთობას, ვაჭრობას და ასე შემდეგ და თვითონ ერთმანეთში გადაწყვეტენ თუ როგორ იცხოვრონ მომავალში. ამით მოსახლეობა თავის სახლებსაც დაიბრუნებდა და საკუთარ სახლებში იცხოვრებდნენ. აი ეს იყო ჩემი სამშვიდობო გეგმა, მაგრამ ამ წინადადებას კრემლიდან უხეში უარი მოყვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

banner
წინა სტატიაში,,სამსუნგი“ მომხმარებელს აფრთხილებს: ,,ტელევიზორის წინ პირად საკითხებზე არ ისაუბროთ“
შემდეგი სტატიაბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა