ბავშვი-პრეზიდენტი: „ერის ლიდერი, რომელსაც ყველა ელოდებოდა“

ბავშვი-პრეზიდენტი: „ერის ლიდერი, რომელსაც ყველა ელოდებოდა“

რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა„მსოფლიოს უნდა რომ შეწყვიტო მოსაწყენად ყოფნა. ჰო, შენ! იყო მოსაწყენი შეუძლია ყველას, მაგრამ შენ ხომ ამაზე უკეთესი ხარ?“ ამბობს youtube-ის 11 წლის ვარსკვლავი, რომელსაც ყველა ბავშვ-პრეზიდენტად იცნობს.
მიმდინარე კვირას აშშ-ში გამოიცა წიგნი „როგორ ვიყოთ ყველაზე მაგარი: ბავშვი პრეზიდენტის რჩევები,“ რომელიც youtube-ში გამოქვეყნებული კლიპების ბაზაზე შეიქმნა.
ბავშვის სასაცილო და შთამაგონებელმა მონოლოგებმა, თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო და როგორ უნდა გავხადოთ ის უფრო მეგობრული, რობი ნამდვილი ვარსკვლავი გახადა.
ბავშვი-პრეზიდენტის ვიდეო 75 მილიონმა ადამიანმა ნახა. „თვითერზე“ კი 260 ათასი ხეოლმომწრი ყავს.
ბავშვის მთელი ფილოსოფია „მსოფლიოს ყველაზე მაგარ ადგილად გახდომაა.“ მისი ერთ-ერთი რჩევაა ისე მოვექცეთ ადამიანს, თითქოს მას ყოველდღე დაბადების დღე აქვს.
ბავშვი-პრეზიდენტის იდეა, რომელიც მსოფიოს მოუყვება არა ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან ამბებზე, მის უფრო ძმას ეკუთვნის.
ყველა ვიდეო ტენნესსის შტატის პატარა ქალაქშია გადაღებული. რობი პრეზიდენტის სპეციალურ ბეჭედიან მუყაოს ქაღალდთან დგას, სადაც ასევე იმპოვიზებული „პრეზიდენტის“ მაგიდა ჩანს.
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენი პატარა ქალაქიდან მილიონობით თაყვანისმცემელის შეძენა შეიძლებოდა“ – ამბობს „პრეზიდენტის“ ძმა.
სასაცილო ვიდეორგოლების მთავარი გმირი შუშის ბავშვია და უკვე 70-ჯერ აქვს მოტეხილობა მიღებული. მიუხედავად ამისა, მას უნდა ფეხბურთელი გამოვიდეს.
„მოტეხილობები მე ვერ შემაჩერებს, მე გაღიმებას ვაგრძელებ და მინდა ადამიანები მაშინაც გრძნობდნენ ბედნიერად თავს, როცა მათ ტკივათ“ – ამბობს რობი.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელი ფეხბურთელი სომხურ კლუბში მოხვდა
შემდეგი სტატიათურქეთში ქართველი დეპუტატების ფეხბურთის სათამაშოდ წასვლის ხარჯები ბიუჯეტიდან დაიფარება