თურქეთში ქართველი დეპუტატების ფეხბურთის სათამაშოდ წასვლის ხარჯები ბიუჯეტიდან დაიფარება

ლერი ხაბელოვმა

რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდათურქეთში ქართველი დეპუტატების ფეხბურთის სათამაშოდ წასვლის ხარჯები ბიუჯეტიდან დაიფარება.
სწორედ ამ მიზეზით, პარლამენტში სხდომა დღეს აღარ გაიმართება. ქართველი დეპუტატები ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში გაემგზავრნენ. ისინი მინიჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ერთმანეთს შეხვდებიან უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებით დაკომპლექტებული გუნდები. საქართველოს დელეგაცია 13-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა.

“გუნდში 8 მოთამაშეა და ის ძირითადად უმრავლესობით არის დაკომპლექტებული. მოთამეშეთა შორის ორი ”თავისუფალი დემოკრატია.” ნაციონალურმა მოძრაობამ მონაწილეობაზე უარი თქვა. საქართველო ამ ტურნირში პირველად მონაწილეობს-განაცხადა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა

დეპუტატებისაგან შემდგარ საფეხბურთო გუნდში შედიან: ზაქარია ქუცნაშვილი, ლექსო თამაზაშვილი, ზურაბ ზვიადაური, გაგა კახიანი, თემურ ფეიქრიშვილი, სოსო ვახტანგიშვილი, თემურ მაისურაძე, დავით ლორთქიფანიძე და შოთა ხაბარელი.

ფეხბურთის სათამაშოდ ასევე გაემგზავრნენ ვიქტორ დოლიძე და გია ცაგარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბავშვი-პრეზიდენტი: „ერის ლიდერი, რომელსაც ყველა ელოდებოდა“
შემდეგი სტატიააშშ-ის ყალბი ვიზების დამზადებისთვის ორი პირი დააკავეს