აშშ-ს ,,ისლამური სახელმწიფოს” მიერ ქიმიური იარაღის დამზადებასა და გამოყენებაში შეაქვს ეჭვი

nigabiაშშ-ს მთავრობის აზრით, ექსტრემისტული დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფო”  სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე  ქიმიურ იარაღს ამზადებს და იყენებს.

ამერიკულმა დაზვერვამ იპრიტის (მდოგვის გაზის) გამოყენების მინიმუმ 4 შემთხვევა დააფიქსირა. იპრიტი ფხვნილის სახით გამოიყენება, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილობას ემატება. მდოგვის გაზი აკრძალული ქიმიური იარაღია. ის კანის დამწვრობას, ასევე სიბრმავეს და სასუნთქი გზების პრობლემებს იწვევს. ამერიკის მთავრობა არ გამორიცხავს იმასაც, რომ ისლამისტი ბოევიკები თვითონ ამზადებენ ქიმიურ ნივთიერებას. ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება ადრე როგორც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე მათი მოწინააღმდეგეების მიმართაც გაისმა. გასული წლის ბოლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2014 წელს სირიაში, სამ დასახლებულ პუნქტში იარაღის ნაცვლად ქლორი გამოიყენეს. ქლორი, ტოქსიკურობის მიუხედავად, აკრძალული ქიმიური იარაღების სიაში არ შედის. აგვისტოში გაერომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამერიკელმა გენერალმა კევინ კილლეამ განაცხადა, რომ იარაღის ნამსხვრევი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მიერ არის გამოყენებული, ქიმიური იარაღის ნარჩენებს შეიცავს. გერმანიის თავდასცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქურთების 60 მეომარს სასუნთქი გზების პრობლემები აღენიშნა ისლამისტების შეტევის შემდეგ. გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ ორგანიზაციის გენერალური მდივნის პან გი მუნის რეკომენდაციაზე თანხმობა განაცხადა, რომ გაერომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ერთობლივად დაადგინოს ვინ იყენებს სირიაში მომწამვლელი ნივთიერებების შემცველ იარაღს. დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს, სამი ადამიანისგან შედგება. ისინი სირიაში გაემგზავრებიან გამოსაძიებლად. სირიაში კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო. კონფლიქტის შედეგად მილიონმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლ-კარი.

banner
წინა სტატიაშიუგულავას დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა განესაზღვრა
შემდეგი სტატია,,რეფორმატორები’’–ს თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა სასამართლო პროცესი მოიგო