,,რეფორმატორები’’–ს თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა სასამართლო პროცესი მოიგო

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის, მოსამართლის ხატია არდაზიშვილის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა პ/გ ,,რეფორმატორების’’ თავმჯდომარის ირაკლი ღლონტის სარჩელი. ამის შესახებ ,,თაიმერს” პარტიიდან აცნობეს. გაუქმებულ იქნა ცესკოს თავმჯდომარის 2015 წლის 8 სექტემბრის N20/2015 გადაწყვეტილება, რითაც პარტია ,,რეფორმატორებიდან’’ გარიცხულმა პირებმა გიორგი ჟამუტაშვილმა და დავით მიროტაძემ, როგორც არაუფლებამოსილმა პირებმა უკანონოდ განახორციელეს პოლიტიკური პარტია ,,რეფორმატორების’’ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაცია.

პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის – ირაკლი ღლონტის შეფასებით სასამართლომ, ქალბატონი არდაზიშვილის ხელმძღვანელობით მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რითაც ხელი შეეწყო სამართლიანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას და პოლიტიკური პარტია ,,რეფორმატორების’ კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვას. მისი განცხადებით გიორგი ჟამუტაშვილი და დავით მიროტაძე არიან სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც მიმდინარე წლის 22 მარტს შედგენილი ყალბი ე.წ. ყრილობის ოქმის გამოყენების გზით ცდილობენ მედიის, საზოგადოების და ადმინისტრაციული ორგანოების შეცდომაში შეყვანას, თავიანთი უპასუხისმგებლო, არაადეკვატური, უკანონო და ანტისაზოგადოებრივი ქმედებების გამო ისინი იმსახურებენ სასჯელს და კანონის სრული სიმკაცრით პასუხისგებას.

ირაკლი ღლონტი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას მოკლე დროში დაასრულოს დაწყებული გამოძიება პარტიის ყოფილი წევრების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ.

შეგახსენებთ, ,,რეფორმატორები’’ კვლავ რჩებიან საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო ბოიკოტის რეჟიმში და არ აპირებენ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ,,ისლამური სახელმწიფოს” მიერ ქიმიური იარაღის დამზადებასა და გამოყენებაში შეაქვს ეჭვი
შემდეგი სტატიაბათუმში ალი და ნინოს ქანდაკება აღდგენილია