უგულავას დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა განესაზღვრა

გიგი უგულავას დაცვის მხარეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დასკვნითი სიტყვის ბოლო ნაწილის სასამართლოში წარსადგენად საბოლოო ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრა.
მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატმა სასამართლოში ბრალდებულის წერილი გაასაჯაროვა. კერძოდ, ადვოკატი ზაქრო გვიშიანი მოსამართლის მიერ განსაზღვრული 4 საათის ვადაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში უგულავასთან იმყოფებოდა, საიდანაც მან სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის წერილი წარმოადგინა.
მოსამართლემ კატეგორიულად განმარტა, რომ ეს არის ბოლო ვადა და 17 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე იგი მოისმენს დაცვის მხარის დაცვითი სიტყვის ბოლო ნაწილს, ასევე სასამართლო იმავე პროცესზე გადავა რეპლიკის ეტაპზე. ამის შემდეგ კი გიგი უგულავამ საბოლოო სიტყვა უნდა წარმოთქვას.
გიგი უგულავას წერილში ასახული იყო მისი პოზიცია გიორგი კონდახიშვილის აცილებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მოსამართლემ გამოაცხადა მისი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კონდახიშვილი აცილებული იქნება უგულავას დაცვისგან.
პროცესის გადადების შემდეგ უგულავას ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა განაცხადა, რომ მომდევნო პროცესზე, რომელიც 17 სექტემბერს ჩაინიშნა, დაცვის მხარე მზად იქნება დასკვნითი სიტყვის წარმოსადგენად. კერძოდ, კონდახიშვილის დაცვის პირობებში უგულავასა და კეზერაშვილის წინააღმდეგ რიყის ტერიტორიისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე, უგულავას ყოფილმა დამცველმა კონდახიშვილმა რამდენიმე ეპიზოდზე დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა, ამის შემდეგ კი სასამართლო სხდომეზე აღარ გამოცხადებულა, რის შემდეგაც უგულავას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.
კონდახიშვილმა დასკვნითი სიტყვის ერთი ნაწილი წარმოადგინა, მეორე ნაწილს კი რომელიც “თბილსერვისჯგუფის” ეპიზოდს ეხება, სახაზინო ადვოკატი ზაქრო გვიშიანი წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიმიგრანტების კრიზისი და ცენტრალური ევროპის უკმაყოფილო ქვეყნები
შემდეგი სტატიააშშ-ს ,,ისლამური სახელმწიფოს” მიერ ქიმიური იარაღის დამზადებასა და გამოყენებაში შეაქვს ეჭვი