აშშ რუსეთს მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

    აშშ რუსეთს მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება. როგორც აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას გააგრძელებს, მას უფრო მეტი საფასურის გაღება მოუწევს.
    მიუხედავად იმისა, რომ მინსკის შეთანხმება 15 თებერვალს ამოქმედდა, უკრაინის ქალაქ დებალცევოში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. როგორც პრორუსი მებრძოლები აცხადებენ, უკრაინის არმია კვლავ კონფლიქტის ზონაში იმყოფება. თავად უკრაინული მხარე კი ამბობს, რომ დონბასიდან სამხედრო ტექნიკას მანამ არ გაიყვანს, ვიდრე “ბოევიკები” ცეცხლს არ შეწყვეტენ.

    banner
    წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი: ,,უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით მსხვერპლის რაოდენობა შეიცვლება და არა შედეგი,,
    შემდეგი სტატიაკანადა რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს აწესებს