კანადა რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს აწესებს

კანადა რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს აწესებს. “ბიბისის” ცნობით, გაფართოებულ “შავ სიას” ის 37 ფიზიკური და 17 იურიდიული პირი შეემატა, რომლებსაც დასავლეთის აზრით, უკრაინის კონფლიქტის ესკალაციაში მიუძღვით ბრალი.
ახალ სიაში მოხვდა კორპორაცია “როსტეხის” ხელმძღვანელი, სერგეი ჩემეზოვი, საინფორმაციო სააგენტო “რასია სევოდნიას” ხელმძღვანელი დიმიტრი კისილიოვი, მომღერალი იოსებ კობზონი და კომპანია “როსნეფტი”.
როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა განაცხადა, ის გააგრძელებს “უკრაინის მხარდაჭერას და პუტინის რეჟიმის აგრესიის დაგმობას, რომელმაც უკვე 5300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა”.

banner
წინა სტატიაშიაშშ რუსეთს მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგაუგებარია რას ემსახურება ეს შეხვედრა – ფანჯიკიძე კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე