ვლადიმერ პუტინი: ,,უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით მსხვერპლის რაოდენობა შეიცვლება და არა შედეგი,,

150217213802_putin_hungary_3_624x351_afpუნგრეთში ვიზიტით მყოფმა ვლადიმერ პუტინმა პრესასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა უკრაინაში ბრძოლების განახლებასა და შეთანხმების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მიუხედავად სამშვიდობო შეტანხმებისა, ის ელოდა ბრძოლების გაგრძელებას გარკვეულ რაიონებში უკრაინის აღმოსავლეთით. მისი სიტყვებით, დებალცევოში ბრძოლები მოსალოდნელიც იყო და ახსნადიც.

,,მინსკის შეთანხმებამდე, ერთი კვირით ადრე აღმოჩნდნენ დებალცევოში უკრაინელი მებრძოლები ალყაში და აქ გასაკვირი არაფერია. მანდ რომ ბრძოლები იქნებოდა ამის წინასწარ განჭვრეტა რთული არ იყო,, აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.  მიუხედავად ამისა პუტინი ელოდება, რომ მხარეები მთლიანობაში დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ვლადიმერ პუტინი ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ, პრესასთან უკრაინის შეიარაღების თემასაც შეეხო… ,,რაც შეეხება უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას, ჯერ ერთი ჩვენი ინფორმაციით ეს უკვე ხდება, მათ უკვე აქვთ ამერიკული იარაღი და ამაში უჩვეულო არაფერია… მეორეც ის, რომ ვინც უნდათ და რა იარაღიც უნდათ მიაწოდონ უკრაინას, ამით მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობა შეიცვლება და არა შედეგი. შედეგი იგივე იქნება რაც დღეს არის.. ეს გარდაუვალია. უკრაინული ჯარის უმეტესობას არანაირი სურვილი არააქვს, რომ ძმათამკვლელ ომში მონაწილეობა მიიღოს, მითუმეტეს სახლიდან შორს… ხოლო დონბასის სახალხო ლაშქარს დიდი მოტივაცია აქვს, ისინი საკუთარ ოჯახებს იცავენ,, აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სამი თანამშრომელი გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს
შემდეგი სტატიააშშ რუსეთს მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს