დაუყოვნებლივ შეწყვიტე მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა, გაიწვიე კანონი! – როთი კობახიძეს

“ძვირფასო ირაკლი კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ. გაიწვიე “უცხოელი აგენტების” კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!” – ასე ეხმაურება ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დაარბიეს. მათ მიმართ შსს-მ გამოიყენა წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, მხუთავი აირი.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკალაძე – აქციის მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, თავდასხმებს პოლიციელებზე, დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც