„არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთში ჩემი ვიზიტი, არჩევნებამდე და მითუმეტეს არჩევნების შემდეგ გახშირდეს“

ქართული ანდაზაა,

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა რუსეთთან ურთიერთობაში აქვს.

ბურჯანაძე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის რუსულ-ქართულ ურთიერთობას მოაგვარებს.

“არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთში ჩემი ვიზიტი გახშირდეს არჩევნებამდე და მითუმეტეს არჩევნების შემდეგ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სადაც ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ, რუსეთის მიმართულებაა. ყველაზე დიდი პრობლემა აქ გვაქვს. მისია არის ის, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვალ, მქონდეს შესაძლებლობა სერიოზულად დავიწყო რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარება, პრობლემების მოგვარება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის”,- განაცხადა ბურჯანაძემ “მაესტროს” ეთერში.

ნინო ბურჯანაძე რუსეთში მიწვევით მიდის. ის ერთ-ერთ კონფენეციას დაესწრება.

banner
წინა სტატიაში„2012 წლის შემდეგ პირველად გაჩნდა გამამართლებელი განაჩენები ოპონენტების მიმართ“
შემდეგი სტატია“მერაბ ტურავა მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალია”