„2012 წლის შემდეგ პირველად გაჩნდა გამამართლებელი განაჩენები ოპონენტების მიმართ“

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს, სასამართლო სისტემაში, პრობლემები ჰქონდა.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, წინასწარი პატიმრობა 36%-ით ნაკლებად გამოიყენება.

“2012 წლის შემდეგ, პირველად გაჩნდა გამამართლებელი განაჩენები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. არსებობს ძალიან ბევრი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ჰქონდა სასამართლო სისტემაში პრობლემები, საქართველოს 99,9 % გამამტყუნებელი განაჩენი ჰქონდა. სამართლიანი სასამართლო მხოლოდ ბოკერიასთვის, ახალაიასთვის და უგულავასთვის ხომ არ უნდა დაბრუნდეს?! ის, რომ 36%-ით ნაკლებად გამოიყენება წინასწარი პატიმრობა ვიდრე წინა წლებში, ხომ მეტყველებს იმაზე, თუ საით მივდივართ?! ამ პოლიტიკური დევნის პირობებში ხელისუფლებიდან ზეწოლა თუ არის სასამართლოზე, რა მექანიზმია ისეთი, რომლითაც სასამართლომ მოახერხა თავისუფლების ის ხარისხი ეპოვნა, რომლითაც ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილების სახით”, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში„ხალხი ივანიშვილის მილიარდებით რომ არ დაბრმავებულიყო, დღეს სამართლის უზენაესობა იქნებოდა“
შემდეგი სტატია„არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთში ჩემი ვიზიტი, არჩევნებამდე და მითუმეტეს არჩევნების შემდეგ გახშირდეს“