“მერაბ ტურავა მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალია”

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიცია ლანძღავს და უშვერი სიტყვებით იხსენიებს მოსამართლე მერაბ ტურავას.

როგორც ბესელიამ “იმედის” ეთერში განაცხადა, ის ელოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ტურავას ღირსებას დაიცავდა.

„მერაბ ტურავა არამარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალია. ის არის სამართლის დოქტორი გერმანიაში და _ ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი. ოპოზიცია ლანძღავს და უშვერი სიტყვებით იხსენიებს მას. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან ველოდებოდი, რომ გამოვიდოდა და დაიცავდა მოსამართლის და სასამართლოს ღირსებას, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოხდა ნინო გვენეტაძისგან და რომელიც ყველას მოეწონა. ამის მაგივრად, დავინახე კადრები საავადმყოფოში მისვლის“, – განაცხადა ბესელიამ და დასძნა, რომ მოსამართლეები უნდა იქცეოდნენ ისე, რომ მათ მიკერძოებულობაზე ეჭვი არ გაჩნდეს.

banner
წინა სტატიაში„არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთში ჩემი ვიზიტი, არჩევნებამდე და მითუმეტეს არჩევნების შემდეგ გახშირდეს“
შემდეგი სტატიალევან გვაზავა კომადან გამოვიდა