“არსებობს ეჭვი, რომ ამ პროცესის მიღმა პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს”

„რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას არასამათავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან.

„რუსთავი 2″-ის სარედაქციო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო კრიტიკის საგანი. ამ ფონზე, უშუალოდ კომპანიის მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე ქმედებები პირველად განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავას აქვს კერძო სამართლებრივი ხასიათი, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება. საქართველოში მედიის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარებისათვის აუცილებელია, ამ ეჭვის გაქარწყლება, რისთვისაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და ტელეკომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. მოვლენების ასეთი განვითარება განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება, აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა დროსაც სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად პლურალიზმს და მოსაზრებათა მრავალფეროვნებას დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდანიის სამეფოში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიმართა
შემდეგი სტატიადახურულ ჯგუფშიც იქნებიან გომელაურის შნირები – ჩიორა თაქთაქიშვილის ინსტრუქცია