დანიის სამეფოში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიმართა

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, კოპენჰაგენში საქართველოს საელჩოს შენობაში ომის შედეგად დევნილი მოსახლების მდგომარეობის ამსახველი ფოტო გამოფენა – „A story of International Displacement Captured on camera” გაიმართა.
როგორც “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.
დამსწრე საზოგადოებას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა სიტყვით მიმართა. მან საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტებსა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე მიმდინარე მცოცავი ანექსიის პოლიტიკაზე.
საგარეო უწყების ინფორმაციით. საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დანიაში მცხოვრებ ქართველებთან ერთად, კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიერევანში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა
შემდეგი სტატია“არსებობს ეჭვი, რომ ამ პროცესის მიღმა პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს”