დახურულ ჯგუფშიც იქნებიან გომელაურის შნირები – ჩიორა თაქთაქიშვილის ინსტრუქცია

სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა. დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ჯგუფის წევრებს რამდენიმე რჩევით მიმართა.
,, დიდი მადლობა, ამ ჯგუფის გამკეთებლებს.
ახლა საქმეზე: 1. დახურულ ჯგუფშიც იქნებიან გომელაურის შნირები. 2. არაფერი გვაქვს დასამალი და დაე, გული გაუსკდეთ. 3. მოქმედებების დასაგეგმად აუცილებელია წინააღმდეგობის მოძრაობის ოპერატიული მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, არა საჯარო და დარწმუნებული ვარ, რუსთავი2 ამას ძალიან კარგად გააკეთებს. 4. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჯგუფის გაწმენდაზე და ვინც აქ ვიპოვით ივანიშვილ-გომელაურის ადეპტებს, დავარეპორტოთ ადმინთან.
5. ვიზრუნოთ ჯგუფის ხარისხიან ზრდაზე. 6. დაველოდოთ რუსთავი 2-ის ხედვას, რაში შეგვიძლია დავეხმაროთ და როგორ.
რუსთავი2-ს ვერავინ ვერაფერს დააკლებს! ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება! მანამდე ვიმუშაოთ, ვიყოთ ორგანიზებული და ნუ მოვცდებით სუსის ტროლებთან კამათში, უბრალოდ, დავბლოკოთ, ვისაც არ აინტერესებს რუსთავი2-ის მხარდაჭერა და მ ჯგუფში სხვა მიზნებით არის მოსული.
წარმატებები”- ნათქვამია თაქთაქიშვილის რეკომენდაციებში. მ

banner
წინა სტატიაში“არსებობს ეჭვი, რომ ამ პროცესის მიღმა პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს”
შემდეგი სტატიაგაერო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიებას იწყებს