„არსებობს ალბათობა იმისა, რომ არასწორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, პროვოკაცია გამოვიწვიოთ“

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საოკუპაციო ხაზთან ნიღბიანი პირების გამოჩენას გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია, რაც ადგილზე მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

„ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ბანერი იმ შინაარსის, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას. ამ საკითხებში ემოციები არ გამოგვადგება. არსებობს ალბათობა, რომ არასწორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, პროვოკაცია გამოვიწვიოთ, რაც ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის მომტანი იქნება“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ე.წ. საოკუპაციო ხაზის ნიშნების გადმოწევასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებასთან ყველა შესაძლო კონტაქტი გამოყენებულია. ბერუჩაშვილის თქმით, მთავრობის ამოცანაა პარტნიორებს სწორი და დროული ინფორმაცია მიაწოდოს.

banner
წინა სტატიაში„რუსი სამხედროები იყვნენ სავარაუდოდ, სხვა არავინ მივიდოდა იქ“
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი – რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა მთავრობაში არ განიხილება