„რუსი სამხედროები იყვნენ სავარაუდოდ, სხვა არავინ მივიდოდა იქ“

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე რუსი სამხედროები აღარ იმყოფებიან.

როგორც გომელაური აცხადებს, რუსმა ოკუპანტებმა ადგილზე სამუშაოები ჩაატარეს, თუმცა ახალი არაფერი დაუდგიათ, საქართველოს დროშა ჩამოხსნეს და წაიღეს.

„ნიღბიანი პირები დააფიქსირეს ჩვენმა პოლიციელებმა. მათ ბანერებთან დაკავშირებით, რაღაც სამუშაოები ჩატარეს, თუმცა ახალი არ დაუდგამთ. საქართველოს დროშაც ჩამოხსნეს და წაიღეს. სად და რატომ, არ ვიცი. იქიდან იყვნენ გადმოსულები. ახლა იქ არავინ არ არის, ყველანი გავიდნენ. სავარაუდოდ, ისინი რუსი სამხედროები იყვნენ, სხვა არავინ მივიდოდა“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში„ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ, არცერთი ბანერი არ გადმოსულა“
შემდეგი სტატია„არსებობს ალბათობა იმისა, რომ არასწორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, პროვოკაცია გამოვიწვიოთ“