პაატა ზაქარეიშვილი – რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა მთავრობაში არ განიხილება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა მთავრობაში არ განიხილება და ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ შეიძლება მხოლოდ თავისი მოსაზრება გამოთქვა.
როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეთანხმება მოსაზრებას, რომ რაც შეიძლება მეტი ფორმატი იყოს, თუმცა ამ წუთში არსებული ორი ფორმატი, ჟენევის დისკუსიები და კარასინ-აბაშიძის ფორმატი მაქსიმალურად პასუხობს საქართველოს ინტერესებს.
ზაქარეიშვილის შეფასებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი უაღრესად ეფექტურია და მან მეტ-ნაკლები შვება მისცა საქართველოს იმ საკითხების გადაჭრაში, რომელიც არ ეხება კონფლიქტებს.
“ჩვენ დაძაბულ ვითარებაში გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ფორმატი კონტაქტებისა. ფორმატების არარსებობა ზრდის დაძაბულობას და გაუგებრობას. დარწმუნებული ვარ და გიდასტურებთ, რომ მთავრობაში არის სრული განწყობა, რომ ამ ფორმატმა გაამართლა და უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„არსებობს ალბათობა იმისა, რომ არასწორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, პროვოკაცია გამოვიწვიოთ“
შემდეგი სტატიაბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვს…