დღეს ჟურნალისტები ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს გაეცნენ.
საგამოცდო ნაშრომები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker) სწორდება. ტესტების გასწორებაში 250-მდე გამსწორებელია ჩართული.
ქართული ენისა და ლიტერატურის ტექსტების გასწორება უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ცენტრი შედეგების გამოქვეყნებას ეტაპობრივად დაიწყებს.