დავით ბაქრაძე: არჩილ გეგეშიძის “თავისუფალი რეჟიმი“ ალბათ, მისმა წარსულმა საქმიანობამ განაპირობა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩთან არჩილ გეგეშიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს.

ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აცხადებს.

ბაქრაძის თქმით, შესაძლოა, ელჩის “თავისუფალი რეჟიმი“ მისმა წარსულმა საქმიანობამ, სამეცნიერო-კვლევითმა მიმართულებამ გამოიწვია.

“შეიძლება, მქონდეს ჩემი პოზიციები არჩილთან დაკავშირებით, რომელსაც ვიცნობ ჯერ კიდევ მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხრიდან, რამაც შეიძლება, გარკვეულწილად, განაპირობა კიდეც მისი თავისუფალი რეჟიმი, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც საგარეო საქმეთა სამინისტრო არის კომპეტენტური უწყება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბაქრაძემ.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინათ, ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტები ქართულის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს გაეცნენ
შემდეგი სტატიადუნია მიატოვიჩი: მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში კარგი ვითარებაა