დავით ბაქრაძე: საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნება მეტად დაცული, რადგანაც ის პრაქტიკული მიზნები, რომელიც უკავშირდება საქართველოს მიერ მიღწეული მიზნების აღიარებას, უკავშირდება სწორედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებული ფორმატების გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტურმენტი, რომ მოემზადოს წევრობისთვის. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც პირველად დაფიქსირდება სამიტის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ პირველად განხორციელდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში, ამჯერად მინისტერიალის დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ფარგლებში გაკეთედება ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოეხმაურება ნატო-საქართველოს კომისიას. ეს იქნება ბევრად მოცულობითი დოკუმენტი, რა თქმა უნდა საქართველოს საკითხი ასევე იქნება ასახული, როგორც აქამდე იყო, საბოლოო კომუნიკეში, თუმცა იქნება დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ასევე ამ თნამშრომლობას, როგორ განსაკუთრებულ ფორმატს, გაუსვამს ხაზს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეთა შორის არიან ნატო-ს 28 მოკავშირე, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. სამიტს დაახლოებით 2500 დელეგატი დაესწრება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი 8-9 ივლისს, ვარშავაში, NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაჟურნალისტები ქართულის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს გაეცნენ