ჟურნალისტები ქართულის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს გაეცნენ

დღეს ჟურნალისტები ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს გაეცნენ.

საგამოცდო ნაშრომები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker) სწორდება. ტესტების გასწორებაში 250-მდე გამსწორებელია ჩართული.

ქართული ენისა და ლიტერატურის ტექსტების გასწორება უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ცენტრი შედეგების გამოქვეყნებას ეტაპობრივად დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: არჩილ გეგეშიძის “თავისუფალი რეჟიმი“ ალბათ, მისმა წარსულმა საქმიანობამ განაპირობა