ტრამპმა ერთ-ერთი მსხვილი სპონსორი დაკარგა

ტრამპმა ერთ-ერთი მსხვილი სპონსორი დაკარგა

9ძმებმა კოხებმა, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მსხვილი სპონსორები არიან, უარი განაცხადეს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე -წერს Associated Press-ი.
კოლორადოში პოლიტიკური დონორების შეკრებაზე გამოსვლისას, ძმათაგან უფროსმა, ჩარლზმა განაცხადა, რომ მიმდინარე არჩევნებზე ის სიტუაციაა შექმნილი, როცა “არ არსებობს არჩევანის კარგი ვარიანტი”.
როგორც Koch Industries-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მარკ ჰოლდენმა განაცხადა, პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატი არ დგას იმ ღირებულებებზე და ფასეულობებზე, რომელიც, კოხების აზრით, მნიშვნელოვანია ამერიკის მომავალი ლიდერისათვის. ამიტომ, კოხები გადაერთნენ სენატის არჩევნებზე და უკვე გამოყვეს 42 მილიონი დოლარი რესპუბლიკელების კანდიდატის მხარდასაჭერად.

ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები, აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანებად ითვლებიან. მათი ქონება 82 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი “ისლამური სახელმწიფოს” მუქარას ჯიჰადის მოწყობაზე პასუხობს
შემდეგი სტატიაბელგიაში მიგრანტი თავს დაესხა მღვდელს, რომელმაც ის სახლში შეუშვა