ბელგიაში მიგრანტი თავს დაესხა მღვდელს, რომელმაც ის სახლში შეუშვა

ბელგიაში მიგრანტი თავს დაესხა მღვდელს, რომელმაც ის სახლში შეუშვა

0ბელგიის ქალაქ ლანაკენში მიგრანტი მღვდელს დანით თავს დაესხა – ინციდენტი 31 ივლისს მოხდა – DH.be ავრცელებს.
ბოროტმოქმედმა მღვდლის სახლის კარებზე დააკაკუნა, მას წარუდგა, როგორც ლტოლვილი, რომლიც თავშესაფარს ნიდერლანდებში ელოდება და შხაპის მიღებაზე ნებართვა ითხოვა. მღვდელმა ჟო ვანდერლემ მას უფლება დართო საკუთარი აბაზანით ესარგებლა.
შხაპის მიღების შემდეგ, ბოროტმოქმედმა მღვდელს ფული მოსთხოვა, რაზეც მღვდელმა უარი უთხრა. ამის შემდეგ მიგრანტმა დანას დასტაცა ხელი და საეკლესიო მსახურს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოროტმოქმედმა მიმალვა მოახერხა. პოლიცია მას ეძებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ერთ-ერთი მსხვილი სპონსორი დაკარგა
შემდეგი სტატია(video) ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახი კახიშვილს მიმართავს