ტიმოშენკომ უკრაინელებს მესამე მაიდანისკენ მოუწოდა

პარტია “ბატკავშინას” ლიდერმა იულია ტიმოშენკომ უკრაინელებს ხვალ კიევის ცენტრში დიდი საპროტესტო აქციისკენ მოუწოდა – დღეს უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა შესაბამისი განცხადება.
ტიმოშენკოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკი კორუფციის ციხე-სიმაგრე გახდნენ, ქვეყნის მეთაურმა კი ქვეყანაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე საკუთარი ბიზნეს-პარტნიორები დანიშნა. “დღეს მხოლოდ ხალხს შეუძლია სამართლიანობის აღდგენა და მთავრობის თავის ადგილზე დასმა. ხვალ მოქალაქეები, მათ შორის პენსიონერები საპროტესტო აქციაზე გამოვლენ ფულის ერთეული ვარდნის გამო, გაზრდილი ტარიფების გამო, თავისი საბანკო დანაზოგების დასაბრუნებლად” – თქვა ტიმოშენკომ.
“ბატკავშინას” ლიდერმა დაამატა, რომ მთავრობა პროტესტის მონაწილეებს “კრემლის ხელებს” უწოდებს, სინამდვილეში კი “ხალხს უბრალოდ, ყელში ამოუვუდა… ისინი ომს აფარებენ თავს, თვითონ კი კორუმპირებულები არიან და ქვეყანას ძარცვავენ. ან ხალხი გაერთიანდება, ან ეს მთავრობა უკრაინელებს და სახელმწიფოს უბრალოდ გაანადგურებს” – თქვა ტიმოშენკომ.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფო” წვერებიან მანეკენებს და ხის ტანკებს იყენებს
შემდეგი სტატიასტამბოლის ერთ-ერთ კომპიუტერულ ოფისში ამანათი აფეთქდა