სტამბოლის ერთ-ერთ კომპიუტერულ ოფისში ამანათი აფეთქდა

სტამბოლის მალტეპეს რაიონში მდებარე ერთ-ერთ კომპიუტერულ ფირმაში ამანათი აფეთქდა – დღეს Hürriyet Daily News-ი ავრცელებს. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა – ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
გამოცემის ინფორმაციით, ამანათი მოქმედებაში მაშინ მოვიდა, როცა ოფისის თანამშრმელმა მისი გახსნა სცადა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

banner
წინა სტატიაშიტიმოშენკომ უკრაინელებს მესამე მაიდანისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატია“ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოცდილება პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც აუცილებელია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საქმიანობისთვის”