თურქული მედია: სარფში ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს

თურქული მედიის ცნობით, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს. ცნობას ჯერჯერობით თურქი ოფიციალური პირები არ ადასტურებენ, თუმცა როგორც მედია იტყობინება, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იპოვეს და მის ამოქმედებას ერთ-ერთი მგზავრი აპირებდა. ის პოლიციამ დააკავა.
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტი კი ამ დრომდე ჩაკეტილია, რის მიზეზადაც კვლავ ტექნიკურ გაუმართაობა სახელდება:
“როგორც საქართველო ასევე თურქეთის მხარე ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. არის ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც ჯერ უცნობია როდის გადაწყდება ეს საკითხი, იქნება ეს ერთ თუ რამდენიმე საათში. არის კომპიუტერული სისტემა, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა” – განაცხადა თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიქანიმ.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული პარტიის” გორის ორგანიზაცია 60-მდე წევრმა დატოვა
შემდეგი სტატიასაელჩო არ ადასტურებს, რომ თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს