“ლეიბორისტული პარტიის” გორის ორგანიზაცია 60-მდე წევრმა დატოვა

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ

“ლეიბორისტული პარტიის” გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მალხაზ მამესწარაშვილმა პარტია დატოვა. როგორც მამესწარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ლეიბორისტული პარტიის” დატოვების მიზეზი არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა.
“მას შემდეგ, რაც ნათელაშვილი შეუერთდა მოწოდებას არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება “ლეიბორისტული პარტია” დამეტოვებინა. ჩემთან ერთად სხვა წევრებიც ტოვებენ პარტიას. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით სხვა პარტიას არ ვუერთდებით, თუმცა გამორიცხული არაფერია”,-განაცხადა მამესწარაშვილმა.
“ლეიბორისტული პარტიის” გორის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მასთან ერთად პარტია 60-მდე წევრმა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: ჩვენ შვილებს შრომა უნდა ვასწავლოთ
შემდეგი სტატიათურქული მედია: სარფში ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს